Friday, May 14, 2010

არასრულწლოვანი და ნარკომანია

1. ნარკომანიის წარმოშობის მიზეზები.,
2. ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენააორგანიზმზე.,
3. ნარკომანის დახმარების გზები.,
4. მემთვრალეობის მიზეზები.
5. წმ.. წერილი დამართლმადიდებლობა მემთვრალეობის შესახებ.,
6.სიფხიზლის კიბე.,
7.მემთვრალეობის მწარე მტევნები.,
8. თამბაქოს მოწევის ცოდვა.
პროექტის მნიშვ ნელობა და აქტუალობა . პროექტი ჩვენი დროის ერთ ერთ მნიშვნელოვან და უმწვავეს პრობლემას ნარკომანიასა და მემთვრალეობას ეხება.
მიზნები და შედეგები. აღნიშნული თემა განსაკუთრებით საინტერესო და დამაფიქრებელია უფროსი კლასელებისათვის. მიზანი მიიღწევა სწორი ზნეობრივი ცხოვრების წესის ჩამოყალიბების შემთხვევაში. ცოდნა დაეხმარებათ თავიდან აიცილონ აღნიშნული მავნე ჩვევა.მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ცოდნა ნარკოტიკსა და ნარკომანის ცხოვრებაზე, თამბაქოს ისტორიასა და მავნეობაზე, მემთვრალეობის ცოდვაზე მიაღებინებთ სწორ გადაწყვეტილებას.
შეფასების საგანი და პროცედურები. ინფორმაციის მოძიებასაპატრიარქოსთან არსებული ნარკომანთა პირველადი რეაბილიტაციის ცენტრის ხელშეწყობით გამოცემული ლიტერატურიდან, მსჯელობა, ისტის გამოყენება, ნარკოლოგიურ დისპანსერში მისვლა და ნარკოლოგთან საუბარი
რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები.ეკლესიური ცხოვრების წესი თავიდან ააცილებთ მსგავს პრობლემებს. არაფერი იციან და ინტერესით ისმენენ დავით ციცქიშვილის ანოტაციას წიგნზე "ნარკომანიის მორევი",უღვივდებათ ინტერესი
სასწავლო მასალა და რესურსი. დ. ციცქიშვილის "ნარკომანიის მორევი",საქ. საპატრიარქოს გამოცემები "რა არის მემთვრალეობის ვნება და როგორ ვძლიოთ მას", მოძღვრის რჩევები, ისტის მასალა,ნარკოლოგი
პროექტის მნიშვნელობა. უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში ამბობს: "ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ნარკოტიკის მიმართ უარყოფითი განწყობა,დავანგრიოთ ცრუ სტერეოტიპი იმის შესახებ ,თითქოს ნარკომანია პრესტიჟულია, ნარკომანია სირცხვილია! ნარკომანი ავადმყოფი ლაჩარი,საცოდავი,სუსტი ადამიანია,რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და ხშირად ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო სჩადის ამა თუ იმ ბოროტმოქმედებას:შემდეგ ხვდება ციხეში და ამით იმძიმებს მდგომარეობას!"
პრობლემის თავიდან აცილების თვალსაზრისით დაგროვდა ცოდნა,გამოცდილება ამ მხრივ პროფესიული, ეკლესიური კუთხით. ჩვენი მიზანია გავაცნოთ მოზარდებს ეს გამოცდილება მათი ჯანსაღი ცხოვრების მიზნით.